სტატიები
გაოცდებით როცა გაიგებთ, რა შეუძლია "ვიეტნამის მალამოს"
23.11.2018 2 968 რჩევები
loading...

გაოცდებით როცა გაიგებთ, რა შეუძლია "ვიეტნამის მალამოს"

თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც სმენია "ოქროს ვარსკვლავის" შესახებ. მას "ვიეტნამური მალამო" ჰქვია. 

წლების წინ ეს უნივერსალური მალამო ყველა ოჯახში ინახებოდა, მაგრამ დღეს შეიძლება მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის, ან დაივიწყა. ის კვლავ იყიდება აფთიაქებში. 

მოდით, გავერკვეთ ვიეტნამის მალამოს სასარგებლო და ზიანის მომტან თვისებებში. 

"ოქროს ვარსკვლავს", დიახ, მძაფრი სუნი აქვს; დიახ, ეფექტიანია, მაგრამ ნუ გადაამეტებთ. 
დადგენილია, რომ "ვარსკვლავი" საუკეთესო საშუალებაა გაციების წინააღმდეგ. მისი მძაფრი სუნი მომანტალურად ხსნის შეგუბებას ცხვირში. 

ხშირად ვიეტნამის მალამოს კოღოს ნაკბენზეც ისვამენ. გამაგრილებელი ეფექტის წყალობით, ნაკბენი აღარ გექავებათ. 

სურდოს დროს მალამოს ცხვირის დაბლა და ნესტოებზე ისვამენ. იკეთებენ ინჰალაციასაც. ამისათვის მალამოს ხსნიან ცხელ წყალში, ათავსებენ საშუალო ზომის ფიალაში. თავზე, ისე, რომ ფიალასაც ფარავდეს, პირსახოცს იფარებენ და სუნთქავენ. თვალები ამ დროს დახუჭული უნდა გქონდეთ.

თავის ტკივილის დროს მალამოს საფეთქლებზე, წარბების ზედა ჩაღრმავებაზე, ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის ისვამენ. მალამოს წასმის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელი, რადგან მალამოიანი თითი თვალში არ მოიხვედროთ. 

გაციების დროს მალამოს ზურგსა და მკერდზე ისვამენ. 

თუ კუნთი დაგეჭიმათ ან გაგიცივდათ, შეიზილეთ "ოქროს ვარსკვლავი" მტკივან ადგილას. 

თუ "ზღვის დაავადება" გაწუხებთ, შეიზილეთ მალამო საფეთქლებსა და კეფაზე. 

"ოქროს ვარსკვლავი" დეპრესიასაც შველის და უძილობასაც. შეგიძლიათ, ძილის წინ მალამო საფეთქლებსა და კეფაზე წაისვათ ან ცოტაოდენი (ნეკის ფრჩხილის ზომის) მალამო არომალამპაში მოათავსოთ და აანთოთ. 

გაფრთხილება

მალამოს გამოყენებისას შემდეგი ზომები უნდა დაიცვათ: 

მოერიდეთ მის წასმას ლორწოვან გარსზე, ღია და ჩირქიან ჭრილობაში. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, სასწრაფოდ ჩამოიბანეთ მალამო.თუ მის სუნზე ალერგია გაქვთ, მისი წასმისგანაც შეიკავეთ თავი.ბავშვებს 2 წლამდე მალამო არ წაუსვათ.
ნატურალურობის გამო მისი მოხმარება ფეხმძიმეებსაც უყვართ, მაგრამ გაფრთხილდით, თუ ალერგია გაქვთ ევკალიპტის, მიხაკის, პიტნის არომატზე, რასაც "ოქროს ვარსკვლავი" შეიცავს. ფეხმძიმეებს ისედაც გამძაფრებული აქვთ სუნზე რეაქცია და ალერგიულობაც იმატებს. ამიტომ მისი მოხმარებისგან უმჯობესია, თავი შეიკავოთ. 
loading...
როგორ მოვიცილოთ ფეხიდან სოკო და კოჟრები, სახლში დამზადებული მალამოს დახმარებით როგორ მოვიცილოთ ფეხიდან სოკო და
როგორ მოვიცილოთ ფეხიდან სოკო და კოჟრები, სახლში დამზადებული მალამოს დახმარებით
ჩაბრუნებული ფრჩხილის სამკურნალო მალამო, ხალხური რეცეპტით ჩაბრუნებული ფრჩხილის სამკურნალო მალამო,
ჩაბრუნებული ფრჩხილის სამკურნალო მალამო, ხალხური რეცეპტით
იხთიოლის მალამო და თაფლი- სახსრების ტკივილის ყველაზე ეფექტური საშუალება ბებიების მეთოდით იხთიოლის მალამო და თაფლი- სახსრების
იხთიოლის მალამო და თაფლი- სახსრების ტკივილის ყველაზე ეფექტური საშუალება ბებიების მეთოდით
ნივრის 10 უცნობი და სასარგებლო თვისება ნივრის 10 უცნობი და სასარგებლო თვისება
ყურადღება! აღმოაჩინეთ ნივრის 10 უცნობი და სასარგებლო თვისება, რომელიც გაოცებულს დაგტოვებთ
ვარიკოზული ვენების მალამო, რომლითაც ჩვენი წინაპრები მკურნალობდნენ! ვარიკოზული ვენების მალამო, რომლითაც
იხილეთ ვარიკოზული ვენების მალამო, რომლითაც ჩვენი წინაპრები მკურნალობდნენ!
ჩემ დაქალს 67 წელი შეუსრულდა, მაგრამ მისი სახის კანის ყველას შურს. მისი საიდუმლო კონიაკზე დამზადებულ შინაურ კრემშია ჩემ დაქალს 67 წელი შეუსრულდა, მაგრამ
ჩემ დაქალს 67 წელი შეუსრულდა, მაგრამ მისი სახის კანის ყველას შურს. მისი საიდუმლო კონიაკზე დამზადებულ შინაურ კრემშია
გააკეთეთ კომენტარი
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen