მთავარი გვერდი
loading...

ახალი კარტოფილი უფრო სასარგებლოა თუ ძველი და როგორ მოვამზადოთ სწორად - ეს ბევრმა არ იცის!


გაზაფხულს, კონკრეტულად კი მის მეორე ნახევარს, განსაკუთრებით ელიან ისინი, ვისაც ახალი კარტოფილი უყვარს. აბა, ვინ ამბობს უარს პატარა, მრგვალ, შებრაწულ ან მოხარშულ კამამოყრილ კარტოფილებზე... მაგრამ არის თუ არა ეს პროდუქტი სასარგებლო? ბევრს მიაჩნია, რომ ზოგადად კარტოფილი უმჯობესია კვების რაციონიდან საერთოდ ამოვიღოთ, რადგან არავითარი სარგებელი არ მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. არის თუ არა ეს ასე? შევეცდებით გავარკვიოთ და შევადაროთ ერთმანეთს ახალგაზრდა და ძველი კარტოფილი.
Загрузка...
როგორც დიეტოლოგები ამბობენ, ახალგაზრდა კარტოფილი ჯანმრთელი კვების პროდუქტია და ნუ შეეცდებით გამორიცხოთ იგი კვებიდან, რადგან ამით თქვენ უარს იტყვით ბევრ სასარგებლო თვისებაზე, რომელიც ამ პროდუქტს გააჩნია.
ახალგაზრდა კარტოფილში ნაკლები სახამებელია, ვიდრე ძველში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი კალორიულობაც ნაკლებია. ასე რომ, მათ, ვინც დიეტაზე ყოფნას ამჯობინებს, ახალგაზრდა კარტოფილის მირთმევა შეუძლიათ, რაღა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში. 
ახალგაზრდა კარტოფილის საშუალო გლიკემიური ინდექსი არის დაახლოებით 57, მაშინ, როცა ძველში ეს მაჩვენებელი 86-ს აღწევს. 

ძველ კარტოფილში არ არის ვიტამინი С, ახალგაზრდაში კი არის! ახალი კარტოფილის მიღებით თქვენ ეხმარებით საკუთარ იმუნიტეტს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შეწვისას აღნიშნული ვიტამინის რაოდენობა პროდუქტში საგრძნობლად მცირდება. მოხარშვისას, იმისათვის, რომ С ვიტამინი შენარჩუნდეს, უმჯობესია თუ კარტოფილს მდუღარე წყალში ჩაყრით.ითვლება, რომ კალიუმის საუკეთესო წყარო ბანანია. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ კარტოფილში ეს მინერალი უფრო მეტი რაოდენობითაა. ამის გამო აღნიშნული პროდუქტი შეუცვლელია გულით ავადმყოფებისთვის. 

ახალგაზრდა კარტოფილი სასარგებლოა იმითაც, რომ შეიცავს ბოჭკოვანს, რაც აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩამოთვლილი სასარგებლო ნივთიერებების უმეტესი რაოდენობა კანშია თავმოყრილი. ამიტომ უმჯობესია, თუ ახალგაზრდა კარტოფილს მოხარშვის, გრილზე მომზადებისა თუ შეწვისას არ გავფცვნით.
რაც შეეხება ნიტრატებს, სამწუხაროდ ისინი გვხვდება თითქმის ყველა პროდუქტში, მათ შორის ახალ კარტოფილშიც. მაგრამ არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლითაც შესაძლებელია ახალ კარტოფილში ნიტრატების რაოდენობის შემცირება:

  1. შეინახეთ ახალგაზრდა კარტოფილი მაცივარში, რადგან დაბალ ტემპერატურაზე ნიტრატები აღარ გადაიქცევა უფრო საშიშ ნივთიერებად - ნიტრიტებად. 
  2. ახალ კარტოფილში ნიტრატების 20-25%-ით შესამცირებლად საკმარისია მომზადებამდე 30-40 წთ-ით წყალში გააჩეროთ.
  3. კარტოფილის სალათები მიირთვით ახლადმომზადებული. მათი დიდი ხნით შენახვა ოთახის ტემპერატურაზე ხელს უწყობს მიკროფლორის გაღვივებას და ნიტრატების ნიტრიტებად გარდაქმნას. ამ პროცესს კიდევ უფრო აძლიერებს ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა მაცივრიდან მაგიდაზე და პირიქით). 
  4. კარტოფილის სალათებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ მცენარეული ზეთი და არა მაიონეზი ან არაჟანი. ამ უკანასკნელებში უფრ აქტიურად მრავლდება მიკროფლორა.

ასე რომ, სწორად მოამზადეთ და მიირთვით ახალი კარტოფილი და იყავით ჯანმრთელნი!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...

კომენტარები

საზიანოა თუ არა ღივამოსული კარტოფილის ჭამა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

საზიანოა თუ არა ღივამოსული კარტოფილის ჭამა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ჯანმრთელობა
აკადემიკოს ფილატოვის რეცეპტი - სასწაულმოქმედი ნაყენი სუსტი მხედველობისთვის

აკადემიკოს ფილატოვის რეცეპტი - სასწაულმოქმედი ნაყენი სუსტი მხედველობისთვის

ჯანმრთელობა
კარტოფილის კომპრესი კოჟრებისთვის და მაზოლებისთვის - გამოცდილი რეცეპტია

კარტოფილის კომპრესი კოჟრებისთვის და მაზოლებისთვის - გამოცდილი რეცეპტია

რჩევები
"ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

"ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

ჯანმრთელობა
ექიმები გვაფრთხილებენ: თუ კარტოფილზე მას შენიშნავთ, დაუყოვნებლივ გადაყარეთ. ისინი სახიფათოა სიცოცხლისთვის!

ექიმები გვაფრთხილებენ: თუ კარტოფილზე მას შენიშნავთ, დაუყოვნებლივ გადაყარეთ. ისინი სახიფათოა სიცოცხლისთვის!

ჯანმრთელობა
მოხარშული სიმინდის უნიკალური თვისება - ეს ბევრმა არ იცის!

მოხარშული სიმინდის უნიკალური თვისება - ეს ბევრმა არ იცის!

რჩევები
ეფექტური საშუალება რევმატოიდული ართრიტის წინააღმდეგ

ეფექტური საშუალება რევმატოიდული ართრიტის წინააღმდეგ

ჯანმრთელობა
რულეტები კარტოფილით- აი, რა უნდა მოამზადოთ, თუ ჩვეულებრივი კერძები მოგბეზრდათ!

რულეტები კარტოფილით- აი, რა უნდა მოამზადოთ, თუ ჩვეულებრივი კერძები მოგბეზრდათ!

კულინარია
დაივიწყეთ გასტრიტის შესახებ მეორე დღესვე – ბუნებრივი საშუალება, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

დაივიწყეთ გასტრიტის შესახებ მეორე დღესვე – ბუნებრივი საშუალება, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

ჯანმრთელობა
ნაწლავების გაწმენდა მალახოვის რეცეპტით

ნაწლავების გაწმენდა მალახოვის რეცეპტით

ჯანმრთელობა
კარტოფილის მარტივი და ეფექტური დიეტა - დაიკელით 5კგ-მდე სულ რაღაც 3 დღეში!

კარტოფილის მარტივი და ეფექტური დიეტა - დაიკელით 5კგ-მდე სულ რაღაც 3 დღეში!

დიეტა
როგორ შევამციროთ შავი ლაქები კარტოფილის დახმარებით ყველანაირი გვერდითი მოვლენების გარეშე.

როგორ შევამციროთ შავი ლაქები კარტოფილის დახმარებით ყველანაირი გვერდითი მოვლენების გარეშე.

სილამაზე