სტატიები
შარდის ბუშტის ანთება - ცისტიტი და მისი მკურნალობის გზები სახელდება
06.12.2018 1 734 ჯანმრთელობა
loading...

შარდის ბუშტის ანთება - ცისტიტი და მისი მკურნალობის გზები სახელდება

შარდის ბუშტის ანთება - ცისტიტი, განსაკუთრებით ხშირია როგორც ჩვილ, ისე მოზრდილ ბავშვებში. მის გამომწვევთა შორის მთავარია ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი და შედარებით იშვიათად, სხვა მიკრობები. ცისტიტის განვითარების ხელშემწყობი პირობაა ორგანიზმის ზოგადი და ადგილობრივი წინააღმდეგობის დაქვეითება, რაც განპირობებულია გადატანილი სხვადასხვა ინფექციური დაავადებით.
მწვავე ცისტიტი იწყება უეცრად, ხშირი შარდვით და გასვლის ხშირი ნდომით, შარდის რაოდენობის შემცირებით (ზოგჯერ რამდენიმე წვეთი), შრდვის გაძნელებით და წვის შეგრძნებით, ზოგჯერ შარდის დასასრულს სისხლის წვეთები გამოყვება. ეს მიმდინარეობს ტემპერატურის მცირე მომატების ფონზე, არც თუ იშვიათად ვლინდება შარდის შეუკავებლობის პრობლემა დღისით და ღამით, რასაც მანამდე არ უჩიოდა. პირველ ორ დღეს შარდში შეიძლება ცვლილებები არც იყოს. მომდევნო დღეებში აშკარაა შარდში ლეიკოციტების, ერითროციტების და ცილის არსებობა.
მწვავე ცისტიტის დროს ავადმყოფის საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე და მარილიანი კერძები, მიეცეს სითხე დიდი რაოდენობით, გაუკეთდეს თბილი ჯდომითი აბაზანები, დაედოს სითბო შარდის ბუშტის არეში; აუცილებელია წოლითი რეჟიმი და, რაც მთვარია, ექიმის დანიშნულებით უნდა მიეცეს ანთების საწინააღმდეგო (ანტიბაქტერიული) პრეპარატები. 
შარდის ბუშტის მწვავე ანთება მკურნალობას ადვილად ემორჩილდება და პრაქტიკულად რამდენიმე დღეში ქრება.
ქრონიკული ცისტიტის დროს დიზურიული მოვლენები - ხშირი, გაძნელებული შრდვა წვითა და უსიამოვნო შეგრძნებით, შარდის ცალკეული ულუფის მნიშვნელოვანი შემცირებით, პერიოდული ხასიათისაა. ამას თან სდევს ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, შრდში ლეიკოციტების დიდი რაოდენობა და ბაქტერიოლოგიურად - მიკრობები. ამ დროს იქმნება ცისტიტის გართულების საშიშროება პიელონეფრიტით, რასაც, გარდა შარდში ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, ადასტურებს ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, ტკივილი წელის არეში და ბავშვის არადამაკმაყოფილებელი საერთო მდგომარეობა. ყურადღებას იპყრობს მადის დაქვეითება, სიფერმკრთალე, პირღებინება, ბავშვის მოდუნება, რომელიც პერიოდულად ძლიერი აგზნებით იცვლება.
მწვავე პროცესის პირველ დღეებში ბავშვს უნდა დაენიშნოს განმტვირთელი დიეტა: ხილი, მურაბა, კეფირი, მაწონი, კარტოფილი, სითხის რაოდენობა არ უნდა შევზღუდოთ. სითხე მივაწოდოთ ხილის წვენის, შარდმდენი ჩაის და ოდნავ შემთბარი მინერალური წყლების სახით. 

ცისტიტის მკურნალობა

ასკილის ფესვები
2 სუფრის კოვზ ასკილის დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალსა და ადუღებენ 15 წუთის განმავლობაში. აჩერებენ 2 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 4-ჯერ ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

ფარსმანდუკი
2 სუფრის კოვზ ფარსმანდუკს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 1 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/4 ჩაის ჭიქას დღეში 4-ჯერ ჭამამდე. მკურნალობის კურსი 7-10 დღეა.

ფიტო ნაკრები
იღებენ შვიტასა და გვირილის ყვავილს თანაბარი რაოდენობით. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ადუღებენ 5 წთ. 1 საათის შემდეგ წურავენ და ღებულობენ დღეში 3-ჯერ 1/2 ჩაის ჭიქას ჭამამდე. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

ოხრახუში, დათვისკენკრა
იღებენ ოხრახუშის თესლს 20 გრ და დათვის კენკრას 30 გრ. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალსა და აჩერებენ 6 სთ. შემდეგ ხარშავენ 7-10 წთ. წურავენ. სვამენ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 1 კვირაა.

ნიახური
ნიახურს ხარშავენ ფესვებიანად და სვამენ დღის განმავლობაში 3 ჩაის ჭიქას. მკურნალობის კურსი 10 დღეა.



შენიშვნა: გირჩევთ გაიაროთ სრული დიაგნოსტიკა, რადგან არცერთი დაავადება ერთ ორგანოში არ წარმოიშვება სხვა ორგანოებში დარღვევების გარეშე. მხოლოდ კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში აქვს ამ რეცეპტს დადებითი შედეგი.
loading...
რევმატიზმის, კუჭისა და შარდის ბუშტის დაავადებათა და გაცხიმოვნების სამკურნალო კომბოსტოს ბურახი რევმატიზმის, კუჭისა და შარდის ბუშტის
რევმატიზმის, კუჭისა და შარდის ბუშტის დაავადებათა და გაცხიმოვნების სამკურნალო კომბოსტოს ბურახი
ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შარდის ბუშტის ინფექციის და თირკმელების უკმარისობის დროს დაგეხმარებათ ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შარდის
ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შარდის ბუშტის ინფექციის და თირკმელების უკმარისობის დროს დაგეხმარებათ
ნახევარი ჭიქა ეს სასმელი დაგეხმარებათ, რომ სამუდამოდ დააღწიოთ თავი თირკმლის კენჭებს ნახევარი ჭიქა ეს სასმელი დაგეხმარებათ,
ნახევარი ჭიქა ეს სასმელი დაგეხმარებათ, რომ სამუდამოდ დააღწიოთ თავი თირკმლის კენჭებს!
გავრცელებული ქალური პრობლემები და მათი მკურნალობის მარტივი გზები გავრცელებული ქალური პრობლემები და მათი
იხილეთ, როგორ ვუმკურნალოთ ქალურ პრობლემებს და როგორ განვტავისუფლდეთ მტანჯველი ტკივილებისგან მარტივად
შარდის ბუშტის ანთების სამკურნალო ხალხური საშუალება, რომლის მომზადებასაც მარტივად შეძლებთ შარდის ბუშტის ანთების სამკურნალო
შარდის ბუშტის ანთების სამკურნალო ხალხური საშუალება, რომლის მომზადებასაც მარტივად შეძლებთ
ფრთხილად! საშვილოსნოს კიბოს 7 ნიშანი - აუცილებლად დაიმახსოვრეთ! ფრთხილად! საშვილოსნოს კიბოს 7 ნიშანი -
ფრთხილად! საშვილოსნოს კიბოს 7 ნიშანი - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!
გააკეთეთ კომენტარი
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen