სტატიები
ტომატი და პომიდვრის საწებელი 2 X 1 – ში (უმარტივესი რეცეპტი)
13.09.2018 797 კულინარია
loading...

ტომატი და პომიდვრის საწებელი 2 X 1 – ში (უმარტივესი რეცეპტი)

ქვემოთ მოცემული მასალით, 23-25 ლ. პომიდვრის საწებელი გამოდის, რომელიც კერძების მომზადებისას (შეგიძლიათ წყალში გააზავოთ, პროპორციით – 1:1), ცოცხალი პომიდვრის მაგივრობას წევს.
შეგიძლიათ მასალა პროპორციულად შეამციროთ ან გაზარდოთ.

მასალა:

პომიდორი - 30 კგ.
წითელი ბულგარული წიწაკა - 30 კგ.
ნიორი - გემოვნებით (0, 5 კგ-ს ფარგლებში)
დაფქული მწარე წიწაკა - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
****
ასევე დაგჭირდებათ:
1. ალუმინის ქვაბი, ისეთი სიმაღლის, რომ მორევისას, კოვზი ქვაბის ძირს მისწვდეს;
2. ხის კოვზი (გეძელი)
6. რეზინის ხელთათმანები (სქელი)

მომზადება:
I. დაფცქვენით და წვრილად (კუბიკებად) დაჭერით პომიდორი ან დააბლენდერეთ > მოათავსეთ ალუმინის ქვაბში > დადგით ცეცხლზე და დროდადრო ურიეთ, რომ ძირზე არ მიიწვას (ქვაბი უნდა იყოს დაბალი და განიერი ან კოვზი გრძელი, რომ ქვაბის ძირს კარგად მისწვდეს).
პომიდორი იმდენ ხანს უნდა ადუღოთ, ვიდრე ზედმეტი წვენი არ აორთქლდება და მასა არ შესქელდება.

შენიშვნა: ამ ეტაპზე, შეგიძლიათ ცეცხლი გათიშოთ და ტომატის ხარშვა მეორე დღეს გააგრძელოთ.imageII. ვიდრე პომიდორი დუღს, ბულგარულ წიწაკა გარეცხეთ > ყუნწები და თესლი მოაცილეთ > გაატარეთ მანქანაში (წიწაკის დაჭრის და გატარების დროს, აუცილებლად გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები).
III. როდესაც პომიდორი შესქელდება, ჩაასხით გატარებული ბულგარული წიწაკა ქვაბში. ამის შემდეგ, მასა გათხელდება > გააგრძელეთ დუღილის პროცესი, იქამდე, ვიდრე ისევ არ შესქელდება.
IV. დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიორი, დაფქული წიწაკა და მარილი.
V. შენელების შემდეგ, ადუღეთ 10-15 წუთი.
IV. ცეცხლი არ გათიშოთ და ისე ჩაასხით სტერილურ ქილებში > ქილა, მასის ჩასხმამდე, ქვაბიდან ამოსულ ორთქლზე გააჩერეთ 30 წამი, ქილა რომ არ გასკდეს > ჩასხმისთანავე დაახურეთ თუნუქის სახურავი > როდესაც მთლიანად გაანაწილებთ მასას, მოხუფეთ (მოხუფვა იმ ქილით დაიწყეთ, რომელშიც საწებელი პირველად ჩაასხით).
loading...
პომიდვრის ნიღაბი-მოიშორეთ არასასურველი თმა პომიდვრის ნიღაბი-მოიშორეთ არასასურველი
პომიდვრის ნიღაბი-მოიშორეთ არასასურველი თმა
უგემრიელესი კომბოსტოს მჟავე გურულად - 4-5 დღეში მზად არის! უგემრიელესი კომბოსტოს მჟავე გურულად -
უგემრიელესი კომბოსტოს მჟავე გურულად - 4-5 დღეში მზად არის!
შინ დამზადებული კეტჩუპი - უფრო გემრიელი ვიდრე მაღაზიაში იყიდება! შინ დამზადებული კეტჩუპი - უფრო გემრიელი
შინ დამზადებული კეტჩუპი - უფრო გემრიელი ვიდრე მაღაზიაში იყიდება!
მოამზადეთ ფარშირებული უგემრიელესი მკვახე პომიდვრის მწნილი ზამთრისთვის მოამზადეთ ფარშირებული უგემრიელესი
ისწავლეთ და მოამზადეთ ფარშირებული უგემრიელესი მკვახე პომიდვრის მწნილი ზამთრისთვის
მწვანე პომიდორი სტაფილოთი და ნივრით-ქართული უგემრიელესი კერძი მწვანე პომიდორი სტაფილოთი და
მწვანე პომიდორი სტაფილოთი და ნივრით-ქართული უგემრიელესი კერძი, რომელიც ყველას გააოგნებს თავისი გემოთი
გააკეთეთ კომენტარი
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen