მთავარი გვერდი
loading...

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს აგვისტოში-ტაროს კარტების პროგნოზი ასტროლოგისგან


სულ რამდენიმე დღე დარჩა და დადგება აგვისტოც, ზაფხულის უკანასკნელი თვე.
ზოდიაქოს ნიშნებისთვის ეს თვე იმითაა გამორჩეული, რომ ამ პერიოდში მათ ბევრი რამ და თანაც ერთბაშად მოუნდებათ: მოგზაურობაც, სიყვარულიც, ბევრი ფულიც...
ასტროლოგი ანჟელა პერლი გვიყვება, თუ ვისთვის იქნება ეს თვე განსაკუთრებულად გულუხვი და ვისთვის გამორჩეულად მოკრძალებული.

1. ვერძი
ეს თვე მოვლენებით იქნება გაჯერებული, მაგრამ სასიამოვნოც იქნება ამავდროულად. იმისთვის, რომ ყველაფერი ისე მოგვარდეს, როგორც გინდათ, ისწავლეთ დროის მართვა და თავის ხელში აყვანა ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი.
7 აგვისტოდან ვერძებზე ზეგავლენას პლანეტა ვენერა მოახდენს, რაც ახალ ნაცნობობას, რომანტიულ შეხვედრებსა და ნანატრ შინაგან ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოგიტანთ. ყველაფერი, რაც ურთიერთობებს უკავშირდება, შესანიშნავად იქნება.
Загрузка...
2. კურო
აგვისტოში ამ ნიშნის წარმომადგენლები რბილად, მოქნილად და ამავდროულად თავდაჯერებულად გაართმევენ თავს სამსახურში შექმნილ სიტუაციებს..თუ დამატებით მოვალეობებს შემოგთავაზებენ-თამამად დათანხმდით, ეს თქვენი პერსპექტივაა.
სახლში სიმყუდროვის შექმნაზე იზრუნეთ და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თქვნი თავის შეცოდება.
აუცილებლად გამოიმუშავეთ პოზიტიურად ფიქრის ჩვეულება. შეეცადეთ ყოველდღე რამე კარგი გააკეთოთ თქვენთვის ან თქვენი ახლობლებისთვის. და კიდევ-არ დაგავიწყდეთ ღიმილი და ყველაფერი შესანიშნავად იქნება.
3. ტყუპები
11 აგვისტოს მზის დაბნელება სიცოცხლისმოყვარულ ტყუპებზე უფრო მსუბუქ ზეგავლენას მოახდენს, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე და ეს უკვე თავისთავად შესანიშნავია.
აგვისტო-ეს სასწაულების დროა თქვენთვის. თქვენ ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი გახდებით. სურვილის შემთხვევაში მთელი თვე შეგიძლიათ გაატაროთ დაუსრულებელი წვეულებების ფონზე. ამ თვეში შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი შვებულებაც მიიღოთ.
4. კიბო
მეოჯახე კიბოებზე მზის დაბნელება ძლიერ ზეგავლენას მოახდენს. თუმცა ეს ზეგავლენა კეთილისმყოფელი იქნება: ახალი სამსახური, რომელსაც დიდი ხანია ეძებდით, დიდი ხნის ნანატრი მოგზაურობა, ფასეული ნივთების შეძენა-ყველაფერი გამოვა.
ფინანსებს რაც შეეხება-შემოსავლის ახალ წყაროს ნახავთ, ან უბრალოდ, მოულოდნელად ფულს მიიღებთ არსაიდან. ასე რომ, აგვისტოში შეგიძლიათ საერთოდ არ ინერვიულოთ ფინანსებზე.
5. ლომი
ლომი-აგვისტოს მთავარი გმირია. 11 აგვისტოს მზის დაბნელება მათზე ყველაზე ძლიერ ზეგავლენას იქონიებს. გახსოვდეთ, დაბნელება, განსაკუთრებით კი მზის, რაღაც ახლის დასაწყისია, ახალი შესაძლებლობების და მოვლენების, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლიან.
სწორედ ამ თვეში გეძლევათ შესანიშნავი შანსი, რომ ყველაფერი შეცვალოთ, რაც არ მოგწონთ. ამასთან აკურატულად უნდა იმოქმედოთ და უკუკავშირიც გაითვალისწინოთ, მაშინ შედეგები თქვენთვის სასურველი იქნება.
6.ქალწული
23 აგვისტოს მზე ქალწულის ნიშანში შევა და ყველაფერი კონკრეტული და გასაგები გახდება. მანამდე კი მოქმედების სრული თავისუფლებ გაქვთ. მხოლოდ, შეეცადეთ არ შეგიყვარდეთ და ხანგრძლივ მოგზაურობაზეც უარი თქვთ, ეს ისეთ შედეგებს მოიტანს, რომლისადმიც მზად არ იქნებით.
იმისთვის, რომ აგვისტოში თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოთ, საჭიროა ყველაფერში ზომიერება დაიცვათ. ამ დროს თქვენი ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარე იქნება უხარისხო პროდუქტებისადმი და შესაძლოა საკვებითაც კი მოიწამლოთ, ამიტომ აუცილებელია კვების დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ.
7. სასწორი
აგვისტოს შუა რიცხვებში პლანეტა ვენერა სასწორების ცხოვრებაში სასიამოვნო მომენტებს შემოიტანს. თავს კუპიდონი დაგტრიალებთ. თუმცა, თუ ცუდად მოიქცევით შესაბამის სასჯელს მიიღებთ კიდეც.
თუ შვებულებაში ჯერ არ ყოფილხართ, აგვისტო ამისთვის ყველაზე შესაფერისი პერიოდია. ძალა და ენერგია საკმარისად გექნებათ, თქვენი მიმზიდველობა კი ყველა რეკორდს მოხსნის და ამით უნდა ისარგებლოთ კიდეც.
8. მორიელი
იმისთვის, რომ აგვისტოში მორიელის სიზარმაცემ და უმუშევრობამ ახლობლების გაღიზიანება არ გამოიწვიოს, მოიფიქრეთ როგორ გაართოთ ისინი. ამისთვის ყველაფერი გამოდგება-პიკნიკით დაწყებული, თეატრის ბილეთებით დამთავრებული. ცოტაც გაუძელით, მალე მორიელების სახლში ურთიერთსიყვარული გამეფდება.
ეს საუკეთესიო პერიოდია იმისთვის, რომ სულიერებას მიხედოთ, იარეთ იოგაზე, ეკლესიაში, ილოცეთ...სწორედ ეს მოგიტანთ შინაგან სიმშვიდესა და ჰარმონიას.
9. მშვილდოსანი
მშვილდოსანს, ისევე როგორც სხვა ცეცხლოვან ნიშნებს, არ უყვართ ძველი შეცდომების გამოსწორება. ახალი შეცდომების დაშვება ხომ უფრო სახალისოა. ახლა შანსი გეძლევათ გამოასწოროთ ნებისმიერი მცდარი არჩევანის შედეგები და დაალაგოთ ურთიერთობა მათთან, ვინც შემთხვევით ან განზრახ გააბრაზეთ. ეს იშვიათი შესაძლებლობაა, ამიტომ აუცილებლად იმოქმედეთ და გამოიყენეთ ეს შანსი.
თავი რომ კარგ ფორმაში იგრძნოთ, ამაში სრულფასოვანი დასვენება დაგეხმარებათ.მშვილდოსნებს ძალიან უყვართ სეირნობა და სუფთა ჰაერზე გართობა.
10. თხის რქა
თხის რქებისთვის აგვისტო რთული პერიოდი იქნება. მოგიწევთ დაამტკიცოთ თქვენი კომპეტენტურობა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. მაგრამ არ ღირს ნერვიულობა. თუ ისწავლით როგორ გადაჭრათ პრობლემები სწრაფად და პანიკის გარეშე, უფრო ამტანი და მტკიცე გახდებით.
თვის შუა რიცხვებიდან თხის რქა პლანეტა ურანის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიამოვნო შეხვედრები გელით, შესაძლოა ისეთიც, რომელიც უბრალო რომანიდან უფრო დიდ გრძნობაში გადაიზრდება.
11. მერწყული
აგვისტოში მერწყულებს ცვლილებები და ახალი შეგრძნებები მოუნდებათ. მათმა მოუთმენლობამ კი შესაძლოა ახლობლები დააზარალოს. ნუ იქნებით მოუთმენელი და ნუ დააჩქარებთ მოვლენებს.. გაითვალისწინეთ გარშემომყოფთა აზრი და ინტერესები. გადაწყვეტილების მიღების დროს კი ჯანსაღ აზრს დაეყრდენით.
ნუ ჩაეჭიდებით წარსულს. მალე მთელი თქვენი დიდებულეით გამოჩნდებით. ეს მაშინ მოხდება, როცა თქვენს ძალაუფლებას და სიმტკიცეს გამოაჩენთ.
12. თევზები
არ დაუშვათ აგვისტოში სამსახურში ჩავარდნები. მიშვებული საქმეები აუცილებლად პრობლემებს შეგიქმნიან სექტემბერში. კეთილსინდისიერად შეასრულეთ თქვენი მოვალეობები. პროფესიულ სფეროში დიდ წარმატებებს ამ პერიოდში არ უნდა ელოდოთ.
არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე ნაბიჯით უკან წახვიდეთ, თუმცა ეს იძულებითი უკანდახევა გასაქანს მოგცემთ მომავლისთვის.სიყვარულმა ამ პერიოდში შესაძლოა გეგემები აგირიოთ, ამიტომ ცივი გონებით იმოქმედეთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...

კომენტარები

"ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

"ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

ჯანმრთელობა
უნიკალური ბოსტნეული ასთმის, ჭარბი წონისა და გულის დაავადებების წინააღმდეგ

უნიკალური ბოსტნეული ასთმის, ჭარბი წონისა და გულის დაავადებების წინააღმდეგ

ჯანმრთელობა
ბარაქის ხის თავისებურებები და მოვლის წესები

ბარაქის ხის თავისებურებები და მოვლის წესები

ბოტანიკა
როგორ აღვადგინოთ ღვიძლი და მოვიშოროთ ზედმეტი წონა 30 დღეში

როგორ აღვადგინოთ ღვიძლი და მოვიშოროთ ზედმეტი წონა 30 დღეში

ჯანმრთელობა
ნიორი, თაფლი და ვაშლის ძმარი, ამ ინგრედიენტებს შეუძლიათ კიბოს დამარცხება

ნიორი, თაფლი და ვაშლის ძმარი, ამ ინგრედიენტებს შეუძლიათ კიბოს დამარცხება

ჯანმრთელობა
ეს ყველამ უნდა იცოდეს: ნიორის სიროფი, რომელიც 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი წამალი!

ეს ყველამ უნდა იცოდეს: ნიორის სიროფი, რომელიც 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი წამალი!

ჯანმრთელობა
ვანგა: 2018 წლის აგვისტოში ფული თავსაყრელი ექნება ზოდიაქოს 5 იღბლიან ნიშანს

ვანგა: 2018 წლის აგვისტოში ფული თავსაყრელი ექნება ზოდიაქოს 5 იღბლიან ნიშანს

ზოდიაქო
ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში

ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში

ჯანმრთელობა
დაიკელით წყლის მეშვეობით 2 კვირაში 8-12კგ – მართლაც უნიკალური მეთოდია!

დაიკელით წყლის მეშვეობით 2 კვირაში 8-12კგ – მართლაც უნიკალური მეთოდია!

დიეტა
გაციება (მკურნალობა კარაბადინიდან)

გაციება (მკურნალობა კარაბადინიდან)

ჯანმრთელობა
ჩემი და ყოველთვის იყენებდა ასპირინის ნიღაბს: ის 50წლის არის და გამოიყურება, როგორც 30-ის! ისიამოვნეთ შედეგებით!

ჩემი და ყოველთვის იყენებდა ასპირინის ნიღაბს: ის 50წლის არის და გამოიყურება, როგორც 30-ის! ისიამოვნეთ შედეგებით!

სილამაზე
20 ივლისი ჯადოსნური ღამეა- რა უნდა ვქნათ, რომ სურვილები აგვისრულდეს?-მიხეილ ცაგარელის რჩევები

20 ივლისი ჯადოსნური ღამეა- რა უნდა ვქნათ, რომ სურვილები აგვისრულდეს?-მიხეილ ცაგარელის რჩევები

რჩევები